Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 იანვარს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო


24 იანვარს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

24 იანვარს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავდაპირველად მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს და ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერისთვის. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყანაში დემოკრატიის, შემდგომი განვითარებისა და სამართლებრივი საზოგადოების ჩამოყალიბების გარანტი. რაც შეეხება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს, სააკაშვილის თქმით, აღმოჩენილმა დარღვევებმა ვერ იქონია გავლენა ამომრჩეველთა ნების გამოხატვაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დიალოგზე და ამ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე. მისი მხრიდან ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა საქართველოში სიღარიბის დაძლევაზე, ადამიანის უფლებათა დაცვასა და წინსვლაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილზე.

XS
SM
MD
LG