Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დღეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა და აღნიშნა, რომ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა და აღნიშნა, რომ
კანდიდატურები პროფესიონალიზმისა და დამსახურების მიხედვით შეირჩნენ. პოსტები, რომელთაგან რამდენიმე ახალია, ასე გადანაწილდა: იუსტიციის მინისტრი - ნიკა გვარამია, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ბაქრაძე, ჯანდაცვის მინისტრი – ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გია ნოდია, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – ნიკა ვაჩეიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი – ზაზა გამცემლიძე, ეკონომიკის მინისტრი – ეკა შარაშიძე, სახელმწიფო მინისტრი ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში – კობა სუბელიანი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – იულონ გაგოშიძე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის დარგში – დავით ტყეშელაშვილი. პოსტს დატოვებს კახა ბენდუქიძე, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ის პრეზიდენტის კანცელარიას უხელმძღვანელებს. პოსტები შეინარჩუნეს ძალოვანი სფეროს მინისტრებმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა. თანამდებობაზე დარჩა ასევე ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე. გენერალური პროკურორის თანამდებობას სავარაუდოდ დაიკავებს ეკა ტყეშელაშვილი. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის გარშემო მსჯელობას საქართველოს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები 25 იანვრიდან დაიწყებენ.


XS
SM
MD
LG