Accessibility links

logo-print

პაკისტანის სარდლობის ცნობით, 40 მეამბოხე


პაკისტანის სარდლობის ცნობით, 40 მეამბოხე დაიღუპა ავღანეთის მოსაზღვრე ვაზირისტანის რეგიონში ჩატარებული

პაკისტანის სარდლობის ცნობით, 40 მეამბოხე დაიღუპა ავღანეთის მოსაზღვრე ვაზირისტანის რეგიონში ჩატარებული
არაერთი რეიდის შედეგად. ვრცელდება ცნობა იმავე პროცესში კიდევ 30 მეამბოხის დაკავების შესახებ. შეტაკებებმა პაკისტანელი ჯარისკაცების სიცოცხლეც შეიწირა. მათი რიცხვი რვას შეადგენს. პაკისტანის სადრლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაზირისტანის რეგიონში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მოხერხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიციის აღება, სადაც მეამბოხეები იყვნენ გამაგრებული.


XS
SM
MD
LG