Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეშფოთებულია


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეშფოთებულია ტერორიზმის საფრთხის გავრცელებით და ავღანეთი-პაკისტანის

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეშფოთებულია ტერორიზმის საფრთხის გავრცელებით და ავღანეთი-პაკისტანის
სასაზღვრო რეგიონში შექმნილი სახიფათო ვითარებით, რომელიც მსოფლიოსაც ემუქრება. შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნაზე ოთხშაბათს გამოსვლისას ავღანეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პაკისტანში შექმნილ ვითარებაზე და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ეს მღელვარება მსოფლიოს აშფოთებს. ჰამიდ კარზაიმ მოუწოდა რეგიონის მთავრობებს აზრიანი, წინდახედული ნაბიჯები გადადგან ექსტრემისტულ ქსელთან და მის ფინანსებთან საბრძოლველად. ავღანეთის პრეზიდენტმა დავოსში მოლაპარაკებები გამართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან. საუბრის მთავარი თემა იყო ნატოს როლი ავღანეთში ექსტრემიზმთან ბრძოლის საქმეში. კონდოლიზა რაისი ასევე შეხვდა პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფსაც.
XS
SM
MD
LG