Accessibility links

logo-print

ირანის პრემიერ-მინისტრი მანუჩერ მოტაკი მოუწოდებს


ირანის პრემიერ-მინისტრი მანუჩერ მოტაკი მოუწოდებს გაეროს – გამოასწოროს "ძველი შეცდომები" და შეწყვიტოს მისი ქვეყნის ბირთვულ საქმეებში ჩარევა.

ირანის პრემიერ-მინისტრი მანუჩერ მოტაკი მოუწოდებს გაეროს – გამოასწოროს "ძველი შეცდომები" და შეწყვიტოს მისი ქვეყნის ბირთვულ საქმეებში ჩარევა.
პრემიერ-მინისტრმა ასეთი განცხადება გააკეთა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობდა. ეს იყო პასუხი გადაწყვეტილებაზე, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. ვრცელდება ცნობა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი (შეეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი) და, მათთან ერთად, გერმანია შეთანხმდნენ რეზოლუციის პროექტის გარშემო, რომელიც ირანის ბირთვული ინდუსტრიისთვის გამიზნული მასალებით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს. საუბარია ასევე გადაადგილების აკრძალვაზეც. მოტაკის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა დაიცადოს, ვიდრე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო არ დაასრულებს ირანის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კვლევას.
XS
SM
MD
LG