Accessibility links

logo-print

ერაყის პრემირ-მინისტრის ნური ალ-მალიკის განცხადებით


ერაყის პრემირ-მინისტრის ნური ალ-მალიკის განცხადებით, ქვეყნის უშიშროების ძალებმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა

ერაყის პრემირ-მინისტრის ნური ალ-მალიკის განცხადებით, ქვეყნის უშიშროების ძალებმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა
ალ-ყაიდის წინააღმდეგ. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა პარასკევს ქალაქ ქარბალაში გააკეთა, თუმცა არ დააკონკრეტა თუ რამდენ-კაციანი შენაერთი დაიძრა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულისკენ. ოპერაცია მიზნად ისახავს სუნიტი მუსლიმანი მეამბოხეების უკანასკნელი მყარი პოზიციის აღებას. ერაყის მთავრობამ სწორედ ალ-ყაიდას დასდო ბრალი მასშტაბური აფეთქების გამო გასულ ოთხშაბათს, ქალაქ მოსულში. ინციდენტის შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 35 ადამიანი, დაიჭრა კიდევ 200.
XS
SM
MD
LG