Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კაროლინის შტატის პრაიმერიში დემოკრატებს


სამხრეთ კაროლინის შტატის პრაიმერიში დემოკრატებს შორის ბარაკ ობამამ გაიმარჯვა.

სამხრეთ კაროლინის შტატის პრაიმერიში დემოკრატებს შორის ბარაკ ობამამ გაიმარჯვა.
გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად, მას ხმების 55 პროცენტი ერგო, მეორე ადგილზეა ნიუიორკელი სენატორი ჰილარი კლინტონი. ბარაკ ობამასთვის საქმე ეხება მეორე პრაიმერიში გამარჯვებას, ასევე ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული ჰილარი კლინტონს. დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ასეთმა, წინასწარმა კენჭისყრებმა აშშ-ის 50-ვე შტატში უნდა გაარკვიოს, ვინ იქნებიან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კანდიდატები 4 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში. ყველა განსაკუთრებული ინტერესით მოელის 5 თებერვალს, როცა ერთდროულად 24 შტატში გაიმართება წინასწარი კენჭისყრები.
XS
SM
MD
LG