Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4


რუსეთში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 კანდიდატი გაატარა რეგისტრაციაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის,

რუსეთში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 კანდიდატი გაატარა რეგისტრაციაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის,
ამასთან რეგისტრაციაზე უარი უთხრა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს მიხაილ კასიანოვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული კანდიდატები არიან კრემლის ფავორიტი დმიტრი მედვედევი, კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ვლადიმირ ჟირინოვსკი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი ანდრეი ბოგდანოვი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კრემლის ოპონენტ მიხაილ კასიანოვის რეგისტრაციაზე უარი კომისიამ განმარტა იმით, რომ კასიანოვის მხარდამჭერთა ხელმოწერების დიდი ნაწილი გაყალბებულია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ელვირა იერმაკოვას განცხადებით: [იერმაკოვას ხმა] “დადგენილია, რომ კანდიდატ კასიანოვის მიერ წარმოდგენილია 80 261 ყალბი ელმოწერა, რაც მის სასარგებლოდ ხელმოწერების 13,38 პროცენტს შეადგენს.” ეს განცხადება მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდა. კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებისთვის უნდა წარედგინა, სულ ცოტა, 2 მლნ ხელმოწერა - მათგან, არაუმეტეს, 5 პრცოენტი შეიძლებოდა, რომ გაყალბებულად ჩათვლილიყო. მიხაილ კასიანოვი უარყოფს ყალბი ხელმოწერების შესახებ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG