Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელ ქართულ გაზეთების უმეტესობამ

უხვად დაბეჭდა ინტერვიუები, ამიტომ ჩვენც ძირითადად მათ მიმოვიხილავთ.
”მთელი კვირა” პირველ გვერდს უთმობს ინტერვიუს ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერთან, დავით ბერძენიშვილთან, რომელიც საქართველო მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე ლაპარაკობს. ”როგორც იყო ვანო ხერხემალი, ისე დარჩა” - ამბობს ბერძენიშვილი და აგრძელებს - ”საზოგადოების მთავარი მოთხოვნა იყო ხელისუფლება სააკაშვილის ყველაზე უფრო ოდიოზური ფიგურების გარეშე. თუმცა, სააკაშვლმა არჩია სწორედ ის, რომ ჰყავდეს ეს ოდიოზური ფიგურები და კიდევ უფრო გააძლიერა. გენერალური პროკურორი ხდება მერაბიშვილის გუნდის წევრი ეკა ტყეშელაშვილი. ხანდახან ვხუმრობ - დაგვიბრუნეთ მაია ნადირაძე” - ამბობს დათო ბერძენიშვილი. სრულად ამ ინტერვიუს ნახვა დღევანდელ ”მთელ კვირაში” შეგიძლიათ.

სამთავრობო ცლილებებზე ესაუბრა ”ახალ თაობას” პარლამეტარი ლადო პაპავაც, რომელიც ამბობს: ”ჩემთვის რაიმე ცვლილება უკეთესობისკენ ან უარესობისკენ არ არის. რაც არის ისევ ის იქნება”. ხოლო პრეზიდენტის დაპირებას - საქართველო სიღარიბის გარეშე, ის ასე აფასებს: ”ეს მხოლოდ ლოზუნგია და მეტი არაფერი. იმიტომ, რომ ქვეყანა სირარიბის გარეშე უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. ეს იგივეა, როგორც პერპეტუუმ მობილეს შექმნა იყო წარსულში” - ამბობს ლადო პაპავა ”ახალი თაობისთვის მიცემულ ინტერვიუში.

”ბადრი პატარკაციშვილზე ადამიანურად ნაწყენი ვარ” - ამბობს ინგა გრიგოლია ”ასავალ-დასავალისათვის” მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტი იხსენებს 8 ნოემბრის დილას და ამბობს: ”როდესაც თვალი გავახილე საავადმყოფოში, ორი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს. პირველი - როგორ და რატომ გაბედა ეს ხელისუფლებამ. მეორე - რატომ გააკეთა ბადრი პატარკაციშვილმა მაინცდამაინც 7 ნოემბერს საღამოს, როდესაც ლამის მოკლეს ხალხი ცემით რუსთაველზე და რიყეზე, თავისი ცნობილი განცხადება უკანასკნელი თეთრის დახარჯვის თაობაზე?” - ამბობს ინგა გრიგოლია ”ასავალ-დასავალისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

”კვირის ქრონიკა” კი საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ირინა სარიშვილს ესაუბრა და საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის შანსების შეფასება სთხოვა. ”აჩეჩილაძე რომ გამოდის და ამბობს - სააკაშვილო და ბურჯანაძე მე თქვენ თავს შეგაკლავთო, ამ დროს უსუფაშვილს ბურჯანაძესთან, საპარლამენტო კვოტებზე და სიებზე რომ გველაპარაკება იქიდან მასწავლებლის გამომეტყველებით?” - ამბობს ირინა სარიშვილი და აგრძელებს - ”ეს არის ამათი ერთიანობა და ეროვნული საბჭო? რესპუბლიკელებს ერთი სული აქვთ, დროზე დაამთავრონ გაზაფხულის არცევნები და სააკაშვილი კიდევ ერთხელ, ხუთი წლით გააპრეზიდენტონ” - სრულად ამ ინტერვიუს წაკითხვა კვირის ქრონიკაში შეგიძლიათ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG