Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და


დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები დღეს ლონდონში თათბირობენ

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები დღეს ლონდონში თათბირობენ
მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე შექმნილ ვითარებაზე. ბრიტანეთის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის დღის წესრიგშია ეკონომიკის დაღმასვლა შეერთებულ შტატებში, ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება, ვითარება საფონდო ბირჟებზე და საფრანგეთის ბანკ "Societe Generale"-ის დიდ დანაკარგზე, რომელიც მან საფინანსო მაქინაციის შედეგად განიცადა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის თავმჯდომარე ჯოზე მანუელ ბაროზუ.

XS
SM
MD
LG