Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დემოკრატი” კანდიდატი რუსეთის საპრეზიდენტო არჩენებზე


ნაკლებად ცნობილი კანდიდატი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე,

ანდრეი ბოგდანოვი პროდასავლურ ფიგურად წარმოადგენს თავს და ამბობს, რუსეთს უნდა გავუძღვე ევროკავშირისკენო. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, პოლიტიკოსებს შორის, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ერთადერთი, რომელიც პროდასავლური პლატფორმით გამოდის, მთლიანად ის არ უნდა იყოს, ვინადაც ასაღებს თავს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების დროს, ხალხისთვის თითქმის ყველა კანდიდატი ნაცნობი იყო: პუტინის მიერ მოწონებული დმიტრი მედვედევი, კომუნიტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი, ულტრანაციონალისტი ვლადიმირ ჟირინოვსკი. მაგრამ სიაში იყო კიდევ ერთი კანდიდატი: ვიღაც ჩასკვნილი, გრძელთმიანი კაცი, რომელსაც ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ეს კაცი ანდრეი ბოგდანოვი გამოდგა, 38 წლის კანდიდატი, რომლის პროგრამის თანახმად, ის აპირებს, რუსეთს ევრკავშირისკენ გაუძღვეს: ამ საკითხზე 2009 წლისთვის ბოგდანოვი შეეცდება, რუსეთში რეფერენდუმი მოაწყოს. ცხადია, თუ პრეზიდენტად არჩევა ეღირსა.

(ბოგდანოვის ხმა) 2813 “ვითარება, როგორც მე ვხედავ, ისეთი იქმნება, რომ ერთადერთი დემოკრატი კანდიდატი მე ვარ. იმედი მაქვს, რომ რაც საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, განხეთქილება დემოკრატებს შორის, აღარ იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენ მივმართავთ იმ დემოკრატებს, რომლებიც ყოველთვის დემოკრატ კანდიდატებს აძლევდენენ ხმას, ამჯერად, დუმის არჩევნებზე ასე არ მოიქცენენ. მე მგონია, ჩვენი საქმე კარგად იქნება”.

ვინ არის ეს უცნობი? საიდან მოვიდა ეს პოლიტიკოსი, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, იმედი აქვს, რომ საქმე კარგად წაუვა? პოლიტოლოგების ვარაუდით, ასპარეზზე ბოგდანოვის გამოსვლა, თანაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დაკავების პრეტენზით, ეჭვს ბადებს. აი, რას ამბობს, მაგალითად, “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” პოლიტიკური მიმომხილველი ევგენი ვოლკი:

(ვოლკის ხმა) “ეს არის კადიდატურა, რომელიც სრულად არის დამოკიდებული კრემლზე, მის მიერვეა შექმნილი შთაბეჭდილების შესაქმენელად, რომ არჩევნები დემოკრატიულია. მე ვფიქრობ, ფაქტი, რომ მას ნება დართეს რეგისტრაციაში გატარებულიყო, ადასტურებს, რომ ჯიბის, ანუ დამჯერი კანდიდატია”.

მართლაც, ბოგდანოვმა იოლად მოაგროვა 2 მილიონი ხელმოწერა, რაც საკმარისი იყო არჩევნებში რეგისტრაციისთვის. და ეს მოახერხა იმის მიუხედავად, რომ დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის დემოკრატიულმა პარტიამ სულ 90 ათასი კაცი მიიმხრო, რაც ხმების 0,13-ის ტოლია. რუსეთის მედია იუწყება, რომ ბოგდანოვი კარგა ხანია, მხარს უჭერს კრემლისეულ ეგრეთ წოდებულ "სუვერენულ დემოკრატიას", მას საჯაროდ არასოდეს გაუკრიტიკებია პუტინი და 2002-03 წლებში უმსახურია კიდეც რუსეთის მმართველ “ედინაია როსიაში”. მეტიც, დემოკრატიული პარტიის ყრილობა, შარშან სექტემბერში, მოსკოვს გარეთ მოეწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის კუთნილ შენობაში, რაც ასევე მრავლისმეტყველია. “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” თანამშრომელი, პოლიტოლოგი ევგენი ვოლკი განმარტავს, რომ ბოგდანოვის კანდიდატურა საგანგებოდ შექმნეს დასავლეთის მოსალოდნელი კრიტიკის საპასუხოდ, რომ 2 მარტის არჩევნები ვერ იქნება დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი.

(ვოლკის ხმა) “სამწუხაროდ რუსეთის რეალობა ისეთია, რომ ვითარებას სერიოზულად არავინ განიხილავს, თუმცა, ვინც მას წარმართავს, მას ასაღებს, როგორც დემოკრატიას. ეუთოს, ან საპარლამენტო ასამბლეის ევროპის საბჭოს პრეტენზიებს, შემდეგ, ასე უპასუხებენ: როგორ, აი, ჩვენ გვაყვს ბოგდანოვი, დემოკრატიული პარტია, მემარჯვენე ძალების წარმომადგენლები, კომუნიტები, ნაციონალისტები, მემარჯვენეები. ეს ხელოვნურად შექმნილი არგუმენტებია”.

ბოგდანოვი დემოკრატიული პარტიის ლიდერი გახდა 2005 წელს, როცა ამ თანამდებობისთვის ჭიდილში აჯობა მიხაილ კასიანოვს, ოპოზიციაში გადასულ ყოფილი პრემიერ-მინისტრს. მაშინ კასიანოვი ეჭვს გამოთქვამდა, ბოგდანოვი კრემლის მიერ იმართებაო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ რამდენიმე დღის წინ უარი უთხრა კასიანოვს კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე იმ მიზეზით, თითქოს მის მხარდამჭერთა ხელმოწერების დიდი რაოდენობა გაყალბებული იყო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG