Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერისადმი მიმართვაში,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერისადმი მიმართვაში,
რომელიც უკანასკნელია მისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, ამერიკელებს მოთმინებისკენ მოუწოდა ერაყთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამერიკის მეთაურობით მოქმედი სამხედრო კონტინგენტი გამარჯვების გეგმას ახორციელებს. ბუში ორშაბათს ღამით გამოვიდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. მისი გამოსვლა მთელ მსოფლიოში გადაიცემოდა ტელევიზიით. ბუშმა ისაუბრა ერაყში ძალადობის მკვეთრად კლებაზე მას მერე, რაც იქ ამერიკის 30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის განკარგულება გასცა. ირანთან დაკავშირებით ბუშმა თქვა, რომ შეერთებული შტატები წინ აღუდგება ყველას, ვინც დაემუქრება ამერიკის ჯარებს და დაიცავს სპარსეთის ყურეში მოკავშირეთა ინტერესებს. თავის გამოსვლაში მან საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები ახსენა.
XS
SM
MD
LG