Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა


საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა

საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა
ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს 17-პუნქტიანი მემორანდუმი გაუგზავნეს. დოკუმენტის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო ,,ქორთიად მარიოტში’’ გაიმართა. მემორანდუმის მიხედვით, ოპოზიცია ითხოვს განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა; გამოძიებულ იქნეს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტები; გადაყენებულ იქნეს შს მინისტრი, გენერალური პროკურორი და პოლიტიკური პოლიციის ქვედანაყოფები; შეიქმნას სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგის სისტემა.
XS
SM
MD
LG