Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯენდაი


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯენდაი ფრეიზერის შეფასებით, კენიაში ამჟამინდელი სისხლისღვრა,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯენდაი ფრეიზერის შეფასებით, კენიაში ამჟამინდელი სისხლისღვრა,
რომელიც გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, “აშკარა ეთნიკური წმენდაა”. ეს შეფასება ფრეიზერმა გამოთქვა მეზობელ ეთიოპიაში, აფრიკის კავშირის სამიტზე გამოსვლისას. კენიაში კი გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი განაგრძობს მოლაპარაკებებს სისხლისღვრისთვის ბოლოს მოსაღებად. პოლიციის ცნობით, წუხელ შეტაკებებმა 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სულ მოკლულების რიცხვი უკვე 1000-ს აღემატება, ადგილნაცვალი პირებისა - 250 000-ს.
XS
SM
MD
LG