Accessibility links

პარიზის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან


პარიზის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

პარიზის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", რომელსაც ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა თამარ რუხაძემ აცნობა. ოქრუაშვილის გათავისუფლების დეტალები პარტიის წარმომადგენლისთვის ჯერჯერობით უცნობია. ბრალდებულის ქართველმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ კი "ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის ციხეს გარკვეული პროცედურების დასრულების შემდეგ დატოვებს. პარიზის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ ფრანგი ადვოკატების მოთხოვნა განიხილება.
XS
SM
MD
LG