Accessibility links

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ აღშფოთება


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ აღშფოთება გამოხატა პარასკევს ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ აღშფოთება გამოხატა პარასკევს ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების
გამო და უსაფრთხოებისთვის ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. აფეთქებები მოხდა ორ ბაზარში და სულ ცოტა 99 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ტერორისტებმა, მიზნის მისაღწევად, გონებრივად შეზღუდული ადამიანები გამოიყენეს, მათ "მორალურ დეგრადაციაზე" მიუთითებს. ერაყის სარდლობის წარმომადგენლის, გენერალ ყასიმ ალ-მოუსავის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ხალხმრავალ ბაზრებში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობდა დაუნის სინდრომის მქონე ორი ქალი, რომლებიც, შესაძლოა ვერც კი მიხვდნენ, რომ მათ თვითმკვლელებად იყენებდნენ. ასაფეთქებელი მასალები, რომლებიც მათ ჰქონდათ, დისტანციური მართვის სისტემით აფეთქდა.
XS
SM
MD
LG