Accessibility links

შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა მეთაურის


შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა მეთაურის გენერალ ჯეიმს კონვეის თქმით, პენტაგონს ავღანეთში

შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა მეთაურის გენერალ ჯეიმს კონვეის თქმით, პენტაგონს ავღანეთში
მიმდინარე ომთან დაკავშირებით ნათელი წარმოდგენა არ აქვს. პარასკევს, შეერთებული შტატების სარდლობის წინაშე გამოსვლისას, გენერალმა აღნიშნა, რომ კვლავაც იზრდება თავდასხმების რიცხვი თალიბების მხრიდან და ასევე მატულობს მსხვერპლი. ოდნავ უფრო ადრე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ფრანც იოსეფ იუნგმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო შენაერთები დარჩებიან ჩრდილოეთ ავღანეთში და არ გადაინაცვლებენ ქვეყნის სამხრეთით, სადაც მეამბოხეები უფრო აქტიურად მოქმედებენ. ეს იყო უარი შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის წინადადებაზე, რომელმაც ნატოს ფარგლებში დაბნეულობა გამოიწვია. პარალელურად, საფრანგეთი, თურქეთი და იტალია მზად არიან გაგზავნონ სამხედროთა მნიშვნელოვანი კონტიგენტი სამხრეთ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG