Accessibility links

logo-print

ავღანეთის პოლიციის ცნობით, ის არ


ავღანეთის პოლიციის ცნობით, ის არ ეცდება დააკავოს ყოფილი სამხედრო მეთაური,

ავღანეთის პოლიციის ცნობით, ის არ ეცდება დააკავოს ყოფილი სამხედრო მეთაური,
ეთნიკური უზბეკი აბდულ რაშიდ დოსტამი. სამართალდამცველებმა ალყა მოხსნეს მის საცხოვრებელ სახლს ქაბულში. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ზმარაი ბაშარის თქმით, საქმე გადაეცემა გენერალურ პროკურატურას, რომელმაც უნდა დაადგინოს გენერალ დოსტამის ბრალეულობა. გენერალი ამჟამადაც ავღანეთის სამთავრობო სტრუქტურებშია. პოლიციამ გენერლის სახლი ალყაში მას შემდეგ მოაქცია, რაც 2 თებერვალს მან და 50-მდე შეიარაღებულმა პირმა გაიტაცეს დოსტამის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი აკბარ ბეი. მძევალი ამჟამად გათავისუფლებულია და საავადმყოფოში იმყოფება.
XS
SM
MD
LG