Accessibility links

logo-print

სერბიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე


სერბიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ

სერბიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ
პრო-დასავლურად განწყობილი ბორის ტადიჩი, რომელმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35 პროცენტი მიიღო და ულტრანაციონალისტური ფრთის წარმომადგენელი ტომისლავ ნიკოლიჩი, რომელმაც პირველ ტურში დაახლოებით 40 პროცენტის მოგროვება შეძლო. ექსპერტები მოელიან, რომ ხმები ამჯერადაც მცირედი სხვაობით გადანაწილდება. არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა გზას აირჩევს სამომავლოდ სერბია, გზას დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ? ნიკოლიჩის სიმპათიები სწორედ მოსკოვისკენ იხრება. არჩევნები მთელი მსოფლიოს ყურაღების ცენტრშია. მითუმეტეს ახლა, როდესაც სერბიის პროვინცია კოსოვო სულ მალე აპირებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია როგორც ტადიჩი, ასევე ნიკოლიჩი. ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6 მილიონ 700 ათასი ამომრჩევლის დაახლოებით 51-მა პროცენტმა.
XS
SM
MD
LG