Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს არ წყვეტს


ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკების

მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია კვლავ აგრძელებს საპროტესტო აქციებს. 17 პუნქტიანი მემორანდუმის გამოქვეყნებისა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერები იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, დევიზით „მე არ ამირჩევია სააკაშვილი“. გარდა ამისა, ოპოზიცია ასევე გეგმავს თბილისის ქუჩებში იმ ადამიანთა პორტრეტების გამოკვრას, რომლებმაც, მათი აზრით, ამომრჩეველთა ხმები მოიპარეს.


5 იანვრის არჩევნების შედეგების შეჯამების, პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმურობას მაინც არ ცნობენ. დეპუტატ ზვიად ძიძიგურის თქმით, 5 თებერვლიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციების განახლებას აპირებს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა]

თუმცა, ზვიად ძიძიგურის თქმით, ამ აქციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ანუ 6 თებერვალს, გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ შეხვედრას გამართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პირველი შეხვედრა, თუ მხარეებს დავუჯერებთ, წარმატებული გამოდგა. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძესა, და პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს მოუსმინეთ.

[მამუკა კაციტაძის ხმა]

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრებს ყურადღებით ადევნებენ თვალს რიგი თბილისელები, რომელთა ნაწილი ხელისუფლებას, გულგრილობის გამო, ნაწილი კი ოპოზიციას, ჩასაფრების გამო, უსაყვედურებს.

[მამაკაცის ხმა]

[მამაკაცის ხმა]

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ის ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გაზაფხულზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ელექტორატთან მუშაობას არ აპირებენ. პარტია „თავისუფლების“ ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, საპროტესტო გამოსვლები მოლაპარაკების შედეგებისგან დამოუკიდებლად გაგრძელდება.

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა]
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG