Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის განცხადებით


კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის განცხადებით, კანადა გაიყვანს თავის სამხედრო კონტიგენტს ავღანეთიდან,

კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის განცხადებით, კანადა გაიყვანს თავის სამხედრო კონტიგენტს ავღანეთიდან,
თუ ნატო იქ, კერძოდ, სამხრეთ რეგიონებში, რომლებიც ძალადობით გამოირჩევა, დამატებით ჯარებს არ გააგზავნის. სამხრეთში 2500-მდე კანადელი ჯარისკაცია განთავსებული. ამ საკითხზე ჰარპერი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. გასულ კვირაში ჰარპერი უკვე დაიმუქრა მომავალი წლის თებერვლამდე ჯარისკაცების გაყვანით. ნატოს თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს და პარასკევს ლიტვაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ ავღანეთში მისიის შესახებ.
XS
SM
MD
LG