Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გადადო სერბიასთან პოლიტიკურ შეთანხმებაზე


ევროკავშირმა გადადო სერბიასთან პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელმოწერა, რაც ხუთშაბათისთვის იყო დაგეგმილი.

ევროკავშირმა გადადო სერბიასთან პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელმოწერა, რაც ხუთშაბათისთვის იყო დაგეგმილი.
როგორც ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენმა განმარტა, ხელმოწერა გადაიდო “ბელგრადში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ხელის შეშლის გამო”. [ოლი რენის ხმა] “ღრმა სინანულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ბელგრადში ხელს უშლის ხვალ შეთანხმების გაფორმებას. ჩემი აზრით, მათ არ ესმით ხმა სერბი ხალხისა, რომელიც გასული კვირის კენჭისყრაში მიემხრო სერბიის ევროპულ მომავალს, უკეთეს ცხოვრებას, მოქალაქეთა უფლებების უკეთ დაცვას”. ასევე ოლი რენის თქმით, ევროკავშირის წინადადება, სერბიასთან თავისუფალი ვაჭრობისა და გადაადგილების გაადვილების თაობაზე, ძალაში რჩება. მიმდინარე კვირაში სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ ევროკავშირის ამ წინადადებას უწოდა ხრიკი, რომლითაც გამიზნულია სერბიის დაყოლიება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. მოსალოდნელია, რომ კოსოვოელი ეთნიკური ალბანელები მალე გამოაცხადებენ დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG