Accessibility links

ავღანეთში ნატოს სამხედრო კონტიგენტის გაფართოება


ავღანეთში ნატოს სამხედრო კონტიგენტის გაფართოება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ალიანსის

ავღანეთში ნატოს სამხედრო კონტიგენტის გაფართოება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ალიანსის
თავდაცვის მინისტრების 2-დღიან შეხვედრაზე, რომელსაც ვილნიუსი მასპინძლობს. დღეს არაოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ალიანსისთვის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავაც რჩება ავღანეთი. შეერთებული შტატები ცდილობს დაიყოლიოს გერმანია, საფრანგეთი და ნატოს სხვა ქვეყნები – გაზარდონ თავიანთი სამხედრო კონტიგენტი ავღანეთში. კანადა იმუქრება, რომ გაიყვანს თავის სამხედროებს სამხრეთ ავღანეთიდან, თუკი ნატოს ქვეყნები არ გააფართოვებენ თავიანთ მისიას.
XS
SM
MD
LG