Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”საქართველოდან სამუდამოდ ყოველწლიურად 20-27 ათასი ადამიანი მიდის” - ასეთ სტატისტიკას აქვეყნება დღეს ”რეზონანსი”.

გაზეთი, მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, წერს:” ”პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, დემოგრაფიული მდგომარეობის მიხედვით, ყველაზე კრიტიკული სიტუაცია საქართველოშია შექმნილი. ორგანიზაციის ანგარიშით, 2025 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 800 ათასი ადამიანით შემცირდება.” - სრულად სტატიის წაკითხვა დღევანდელ ”რეზონანსში” შეგიძლიათ.

”ალია” აგრძელებს ფარული ჩანაწერების სრული ვერსიების გამოქვეყნებას. გაზეთი ამჯერად ირაკლი კოდუას და მოსამართლე მარინა გაბუნიას საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც გაზეთს კვლავ ანონიმმა ინფორმატორმა მიაწოდა. ამავე ჩანაწერს აქვეყნებს გაზეთი ”ყველა სიახლე”, რომელიც წერს, რომ დოკუმენტი მათ ვალერი გელბახიანის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან, რომელიც შეფასებას აძლევს ოპოზიციის შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მთავარი ოპოზიციისათვის ერთიანობის შენარჩუნებაა. ”თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს დღევანდელი ვითარების ჭკუით გამოყენებას, მაშინ მისი ადგილი პოლიტიკაში არ ყოფილა”, - ასკვნის სოსო ცინცაძე ”საქართველოს რესპუბლიკასთან” საუბარში.

”ახალი თაობა” კი ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარე კახა კუკავას გაესაუბრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგთან დაკავშირებით. ”უმრავლესობას უნდა, რომ ილუზია შექმნან, თითქოს დიალოგი მიდის”, - ამბობს კახა კუკავა და განაგრძობს: ”უშედეგო მოლაპარაკებები შედის უმრავლესობის და არა ოპოზიციის ინტერესებში. ამიტომ ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ კონკრეტული პასუხები გვჭირდება.” - კახა კუკავასთან ინტერვიუს დღვანდელ ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.

”24 საათი” კი მიხეილ თუმანიშვილს იხსენებს. ჟურნალისტი წერს: ”ამას წინათ ტრანსპორტში ერთი ახალგაზრდა ეუბნებოდა მეორეს: ხვალ ”თუმანიშვილში” რაღაც პრემიერაა, მგონი, ”ბაკულას ღორები” ჰქვია, უნდა წავიდეო. ეს მისთვის უცოდინრობაში არ ჩამითვლია. 1978 წელს დადგმული სპექტაკლი ახალ თაობას რომ პრემიერა ჰგონია, ეს, მგონი, კარგი უნდა იყოს.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG