Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი


შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი თეთრი სახლის პირველობისთვის

შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი თეთრი სახლის პირველობისთვის
ბრძოლას ეთიშება. მიტ რომნის განცხადებით, მას ნოემბრის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების შანსის გაზრდა სურს: "საპრეზიდენტო მარათონში ჩავები იმიტომ, რომ ამერიკა მიყვარს. და რადგანაც მიყვარს ამერიკა, ახლა, ომის დროს, ვგრძნობ, რომ განზე უნდა გავდგე, ჩვენი პარტიისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის." მართალია არ სახელდება, კონკრეტულად ვის სასარგებლოდ მიიღო რომნიმ ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა სავარაუდოდ ეს არის სენატორი ჯონ მაკკეინი. სწორედ მაკკეინი იყო რომნის ძირითადი მეტოქე საპრეზიდენტო კანდიდატების გამოვლენის პროცესში, რომელიც შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა. "დიდმა სამშაბათმა", რომლის დროსაც პრაიმერი 24 შტატში ჩატარდა, რესპუბლიკელებს შორის სენატორ მაკკეინის აშკარა უპირატესობა გამოავლინა.
XS
SM
MD
LG