Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვითარების კონცეპცია პრეზიდენტის დავალებით


განვითარების კონცეპცია პრეზიდენტის დავალებით

განვითარების კონცეპცია პრეზიდენტის დავალებით
მთავრობის მიერაა შემუშავებული. ის, სხვათა შორის, ითვალისწინებს 2020 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი 5 ქვეყნის სიაში რუსეთის მოხვედრას. იგულისხმება საერთო შიდა პროდუქციის მაჩვენებელი.
პრეზიდენტმა პუტინმა სატელევიზიო ამ გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი უპასუხებს ახალ გამოწვევებს უშიშროების სფეროში სამხედრო სფეროს განახლებით და ახალი იარაღის შექმნით. (პუტინის ხმა) "ჩვენ, ფაქტობრივად, გვაიძულებენ, საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამ ახალ გამოწვევებზე რუსეთს აქვს და ყოველთვის ექნება პასუხი."
მანვე დაადანაშაულა ნატო და აშშ, რომ მათ არ უპასუხეს კონსტრუქციულად რუსეთის დასაბუთებულ შეშფოთებას აშშ-ის გეგმის თაობაზე, განათავსოს ანტი-სარაკეტო სისტემა ევროპის შუაგულში. ვილნიუსში შეკრებილმა ნატოს მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს, თავი ანებოს ამგვარ რიტორიკას.
XS
SM
MD
LG