Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და პოლონეთს შორის დაძაბულობის


რუსეთსა და პოლონეთს შორის დაძაბულობის

რუსეთსა და პოლონეთს შორის დაძაბულობის
განსამუხტავად პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვს სტუმრობს. დონალდ ტუსკმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება თავის პრიორიტეტად გამოაცხადა. ურთიერთობა მისი წინამორბედის, იაროსლავ კაშინსკის დროს დაიძაბა და მოიცავს ენერგეტიკის, ვაჭრობის და უშიშრობის სფეროს. დონალდ ტუსკმა მოსკოვში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის უფლებაა გადაწყვიტოს, განათავსებს თუ არა თავის ტერიტორიაზე აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს და მოსკოვმა ამას პატივის უნდა სცეს. ეს თავის კოლეგა ზუბკოვთან შეხვედრის შემდეგ თქვა ტუსკმა. პოლონეთის პრემიერი ასევე პრეზიდენტ პუტინს და მის სავარაუდო მემკვიდრეს, დმიტრი მედვედიევს ხვდება.
XS
SM
MD
LG