Accessibility links

პაკისტანის ხელისუფლება უარყოფს შეერთებულ შტატებში


პაკისტანის ხელისუფლება უარყოფს შეერთებულ შტატებში გავრცელებულ ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ

პაკისტანის ხელისუფლება უარყოფს შეერთებულ შტატებში გავრცელებულ ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ
თალიბანისა და ალ-ყაიდის ლიდერები სწორედ პაკისტანს აფარებენ თავს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუკი ამერიკელები ფლობენ ინფორმაციას ძებნილი ექსტრემისტების ადგილსამყოფელის შესახებ, აუცილებელია ამ ინფორმაციის ისლამაბადისთვის მიწოდება. საუბარია ცნობაზე, რომელიც დასავლეთის სააგენტოებმა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელეს. წყარო, რომლის ვინაობა არ სახელდება, იტყობინება, რომ თალიბანის ლიდერი მულა ომარი და მისი მოკავშირეები პაკისტანის ქალაქ კვეტაში იმყოფებიან; ხოლო ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი და მისი თანაშემწე – აიმან ალ-ზავარი დასავლეთ პაკისტანის მიუვალ რაიონს აფარებენ თავს.
XS
SM
MD
LG