Accessibility links

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უარყოფს


საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უარყოფს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის,

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უარყოფს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის,
ზაბროდინის, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, პანკისის ხეობაში "ბოევიკები" იმყოფებიან. როგორც სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია პანკისის ხეობაში "ბოევიკების" არსებობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, პანკისის ხეობაში მებრძოლების ყოფნის საკითხი არც რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელთა რეგულარულ შეხვედრაზე დასმულა. ბოლო ასეთი შეხვედრა 2007 წლის დეკემბერში გაიმართა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ შემდგომში რუსეთთან თანამშრომლობა მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG