Accessibility links

logo-print

პაკისტანში გუშინდელი აფეთქების მსხვერლთა რიცხვი


პაკისტანში გუშინდელი აფეთქების მსხვერლთა რიცხვი გაიზარდა და 25-ს მიაღწია.

პაკისტანში გუშინდელი აფეთქების მსხვერლთა რიცხვი გაიზარდა და 25-ს მიაღწია.
ათეულობით ადამიანი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰარსადაში პუშტუნების საერო პარტიის შეკრებისას. მომხდარისთვის არავის აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. მაგრამ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება შესაძლოა მოაწყვეს ისლამისტებმა, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ ალ ყაიდასთან. პაკისტანში 18 თებერვლისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ სერიოზულად გამწვავდა უსაფრთხოების სფერში ვითარება.

XS
SM
MD
LG