Accessibility links

logo-print

დღეს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე შეერთებული


დღეს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა

დღეს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა
რობერტ გეიტსმა ავღანეთზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ ისლამისტი ექსტრემისტები მთელ მსოფლიოში მიიღებენ მორალურ სტიმულს, თუკი წარუმატებლად დასრულდება ნატოს მცდელობა, ავღანეთი გაწმინდოს თალიბანისგან. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ თუკი ევროპის ქვეყნები ვერ შეძლებენ შეერთებულ შტატებთან ერთად ავღანეთში სამხედრო ოპერაციის ტვირთის გაზიარებას, ამან შესაძლოა ნატოს კავშირის დაშლა გამოიწვიოს. გეიტსმა აგრეთვე ისაუბრა იმაზე, რომ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედი თალიბები და ალ-ყაიდის მებრძოლები უშუალო საფრთხეს უქმნიან ისლამაბადის ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG