Accessibility links

logo-print

პაკისტანის ხელისფულებამ დაიწყო ავღანეთში თავისი


პაკისტანის ხელისფულებამ დაიწყო ავღანეთში თავისი ელჩის ძებნა,

პაკისტანის ხელისფულებამ დაიწყო ავღანეთში თავისი ელჩის ძებნა,
რომელიც ფეშავარიდან ქაბულისკენ გზაზე დაიკარგა. ტარიკ აზიზუდინი ორშაბათს გაუჩინარდა, როცა პაკისტანიდან ბრუნდებოდა სამსახურში. არსებობს ვარაუდი, რომ ელჩი გაიტაცეს ავღანეთის მოსაზღვრე რაიონ ხიბერში, სადაც უკანასკნელ ხანებში ისლამისტი მებრძოლები გააქტიურდნენ. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა: "ერთ-ერთი ჩვენი ძვირფასი მეგობარი, პაკისტანის ელჩი ტარიკ აზიზუდინი გაიტაცეს, როცა ის ავღანეთისკენ მოემგზავრებოდა. იმედი მაქვს, რომ ის ცოცხალი და საღ-სალამათია და რომ ჩვენი მოძმე მეზობლის, პაკისტანის ხელისუფლება რაც შეიძლება, სწრაფად გაათავისუფლებს მას ტერორისტებისგან."

XS
SM
MD
LG