Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, რუსეთის ორმა ბომბდამშენმა


როგორც იტყობინებიან, რუსეთის ორმა ბომბდამშენმა შეერთებული შტატების ავიამზიდს გადაუფრინა წყნარ ოკეანეში.

როგორც იტყობინებიან, რუსეთის ორმა ბომბდამშენმა შეერთებული შტატების ავიამზიდს გადაუფრინა წყნარ ოკეანეში.
შეერთებული შტატების ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენლებმა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადეს, რომ ამერიკის F-18 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა შეერთებული შტატების ავიამზიდ "ნიმიცს" მოაშორეს ტუ-95 ტიპის რუსული ბომბდამშენები. ინციდენტი შაბათს მოხდა იაპონიიდან სამხრეთით. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრ დრობიშევსკიმ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავები საპატრულო მისიას ასრულებდნენ საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესებთან შესაბამისობაში.

XS
SM
MD
LG