Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გასაკიცხი და დაუშვებელი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკას

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გასაკიცხი და დაუშვებელი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკას
ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო შედეგების თაობაზე. სამშაბათს ვიქტორ იუშჩენკოსან კრემლში გამართული მოლაპარაკებების დროს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება უკრაინის საშინაო საქმეა და რუსეთს უფლება არა აქვს ჩაერიოს ამ პროცესში და არ აპირებს ამას. მაგრამ მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას პუტინმა ამავე დროს თქვა, რომ ამ ნაბიჯს უარყოფითი შედეგები ექნება. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ კიევი მზადაა ამ საკითხზე კონულტაციები აწარმოოს მოსკოვთან. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შექმნას.


XS
SM
MD
LG