Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მოახლოების გამო


კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მოახლოების გამო, დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათ

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მოახლოების გამო, დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათ
გასაგონად, ვინც კოსოვოს სამომავლო სტატუსს პრეცედენტად განიხილავს საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა თავის დღევანდელ გამოსვლას "გულღია და მეგობრული გაფრთხილება" უწოდა. "არასოდეს არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ძლიერმა ან სუსტმა მხარემ ხელი აღმართოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და საქართველოს სუვერენიტეტზე... ქართველი ხალხი არ დაუშვებს საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე ხელის აღმართვას, საქართველოს საზღვრების გადახედვას. ჩვენ ვდგებით ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის და ჩვენი რეგიონისთვის, მათ შორის – საქართველოსთვის. საქართველოს აღარ აქვს არცერთი გასაცემი ტერიტორია, არცერთი კილომეტრი დასაკარგავი მიწა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG