Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთმა კვლავ გააკეთა განცხადება


დღეს რუსეთმა კვლავ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება

დღეს რუსეთმა კვლავ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება
გავლენას მოახდენს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – საკითხზე. თუმცა განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება, ნათქვამი არ არის აპირებს თუ არა თავად რუსეთი - სცნოს ამ რეგიონების სუვერენიტეტი. თუმცა ოდნავ უფრო ადრე, სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა იმავე სამინისტროს პოზიცია, რომ "კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, რუსეთი შეცვლის მიდგომას სეპარატისტული რეგიონების მიმართ." დღეს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების თვითაღიარებულ პრეზიდენტებს – ედუარდ კოკოითისა და სერგეი ბაღაფშს შეხვდა. გავრცელებული ცნობით, მათი საუბარი კოსოვოს საკითხსაც შეეხო.
XS
SM
MD
LG