Accessibility links

logo-print

დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ


დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია

დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია
გაიმართა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მიტინგს 20 ათასი ადამიანი ესწრებოდა."ჩვენ ერთად გავიარეთ ყველა ბრძოლა და დიდგორს მივადექით. 22 თებერვალს უნდა გადაწყდეს ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი", - განაცხადა "ერთიანი სახალხო" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ. ზვიად ძიძიგურმა კი ყველას მოუწოდა, დაეხმარონ ოპოზიციას კარვებით, ლეიბებითა და საბნებით. ლიდერებმა ამგვარი მოწოდებით მიმართეს ბიზნესმენებსაც. ოპოზიცია აქციების გამართვას მის მემორანდუმში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებამდე აპირებს.
XS
SM
MD
LG