Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტებმა დღეს სპეციალური განცხადება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტებმა დღეს სპეციალური განცხადება
გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ისინი წყვეტენ პროფესიულ თანამშრომლობას ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან ლევან გაჩეჩილაძესთან მანამდე, ვიდრე ის საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს. ხუთშაბათს გადაცემა "პრაიმ-ტაიმში" ლევან გაჩეჩილაძემ "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტებს "ვიგინდარები" და "სიცრუის შტაბის წევრები" უწოდა. "მიგვაჩნია, რომ ეს უკვე პიროვნული შეურაცხყოფაა და "კურიერის" გუნდის სახელით ვაცხადებთ, რომ სანამ ლევან გაჩეჩილაძე საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, პირადად მასთან პროფესიულ თანამშრომლობას ვწყვეტთ", - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG