Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სახელმწიფოებმა დღეს საბოლოოდ დაადასტურეს


ევროკავშირის სახელმწიფოებმა დღეს საბოლოოდ დაადასტურეს, რომ კოსოვოში 1800-კაციან ჯგუფს გაგზავნიან. საუბარია სამართალდამცველ და

ევროკავშირის სახელმწიფოებმა დღეს საბოლოოდ დაადასტურეს, რომ კოსოვოში 1800-კაციან ჯგუფს გაგზავნიან. საუბარია სამართალდამცველ და
ადმინისტრაციულ ჯგუფზე, რომელმაც კოსოვოში გაეროს მისია უნდა ჩაანაცვლოს. ახალ მისიაში, უცხოელებთან ერთად, იმუშავებს 1000-კაციანი ადგილობრივი ჯგუფიც. ევროკავშირის ქვეყნების მიზანია დახმარება გაუწიონ კოსოვოს პოლიციური სტრუქტურების, სასამართლო სისტემისა და საბაჟო სამსახურების ამოქმედების პროცესში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ჰავიერ სოლანას განცხადებით, ახალ მისიას უხელმძღვანელებს გადამდგარი ფრანგი გენერალი ივეს დე კერმაბონი, რომელიც კოსოვოში ნატოს მისიას ედგა სათავეში, 2004-2005 წლებში.

XS
SM
MD
LG