Accessibility links

logo-print

საერთო სახალხო მოძრაობის ერთიანმა ეროვნულმა


საერთო სახალხო მოძრაობის ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ ხელისუფლებას 3-პუნქტიანი

საერთო სახალხო მოძრაობის ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ ხელისუფლებას 3-პუნქტიანი
ულტიმატუმი წაუყენა. თუკი მოთხოვნები არ შესრულდება 22 თებერვლამდე, ოპოზიცია შიმშილობის მასშტაბურ აქციას დაიწყებს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ოპოზიციის ულტიმატუმის მოითხოვნები: გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და თანამდებობები დატოვონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა. "თუკი 22 თებერვლამდე ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ხელისუფლებასთან დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საჯაროდ", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
XS
SM
MD
LG