Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა


15 თებერვლის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე შეკრებილებს გამოუცხადეს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან ყველანაირ დიალოგს წყვეტს

და მხარდამჭერებს შიმშილობის დაწყებისაკენ მოუწოდებს. შაბათს კი, ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. თუ ხელისუფლება ამ ულტიმატუმის პირობებს დააკმაყოფილებს, ოპოზიცია მოლაპარაკებები მაგიდას დაუბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვაში კი 22 თებერვლიდან ჯერ თბილისში, შემდეგ კი მთელს საქართველოში, კარვები გაიშლება.

”საერთო სახალხო მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 15 თებერვლის აქციაზე მათ საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ხალხი ოპოზიციისგან დახურულ კარგს მიღმა მოლაპარაკებებიდან უფრო რადიკალურ ზომებზე გადასვლას მოითხოვს. ეს პოზიცია აქციაზე მისულ ხალხზე უფრო ნათლად მათ გამოხატეს, ვინც 15 თებერვლის აქციაზე არ მივიდა. მოიხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის ქუჩა ხალხით იყო სავსე, თავად ორგანიზატორებიც აღნიშნავდნენ აქცია არ იყო ისეთი გრანდიოზული, როგოსაც თავად მოელოდნენ. ”გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავას თქმით ამის მიზეზი იყო ის, რომ ოპოზიციამ მოთხოვნები მკაფიოდ და ნათლად არ ჩამოაყალიბა.

[კახა კუკავას ხმა] ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ ჩართული ვიყავით დიალოგში. ჩვენ ჩართული ვიყავით კონსულტაციებში და ჩვენ მივიღეთ ძალიან ნათელი პასუხი საზოგადოებისაგან, რომ მათ სჭირდებათ უფრო გასაგები მოთხოვნები თუ რისთვის ემზადება ოპოზიცია და არა გაურკვეველი კონსულტაციები.

შაბათიდან ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე ულტიმატუმის ენით ელაპარაკება. ისინი მოითხოვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილისა და საზოადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის დაუყოვნებლივ გადაყენებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემტხვევაში, მათი თმით მთელს საქართველოში დაიდგმება კარვის ქალაქები, დაიწყება შიმშილობბა საქართველოს დიდ ქალაქებში. კახა კუკავა ამბობს, რომ თუ ეს მოტხოვნები დაკმაყოფილდება, მაშინ გაერთიანებული ოპოზიცია დიალოგს განაგრძობს.

[კახა კუკავას ხმა] ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც უკვე შეთანხმებული იყო საქართველოს ხელისუფლებასთან, ეს შეთანხმებები მათ დაარღვიეს ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ამ მოთხოვნების შესრულებას შიმშილობის აქციის დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უვადო შიმშილობის აქცია. ხოლო თუ ამ სამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმული იქნება ნაბიჯები, ჩვენ მზადა ვართ უკვე დიალოგის რეჟიმში ვიმუშავოთ დანარჩენ 14 საკითხზე, რომელიც არის დაფიქსირებული მემორანდუმში.

თუმცა, დიალოგის ძველი ფორმა, როდესაც შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ოპოზიციისათვის უკვე მიუღებელია. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ასეთმა შეხვედრებმა მოსახლეობა დააბნია და გაურკვეველი გახადა, თუ საერთად რა იყო მოლაპარაკებების საგანი.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ჩვენ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ, რომ დახურულ კარს მიღმა გაიმართოს რაიმე ტიპის შეხვედრები, ჩვენ აუცილებლად მასმედიის წარმომადგენებთან გავაგრძელებთ ყველანაირი ტიპის საუბარს, როდესაც ეს საჭირო იქნება ხელისუფლებასთან. არავითარი დახურული შეხვედრები აღარ იქნება.

რამდენი ადამიანი იქნება ჩართული შიმშილობის აქციაში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჯერ არ იცის. თბილისში ისინი რამდენიმე ათეულ მოშიმშილეს მოელიან, რეგიონებიდან ინფორმაცია კი მათ ჯერ არ მიუღიათ. ორშაბათს ოპოზიცია გამოაცხადებს მისამართებს, სადაც აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეეძლებათ დარეგისტრირება. თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პარტიების ოფისებში უკვე მიდიან დახმ
არების მსურველები.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ჩვენი პარტიის ოფისებში უკვე დაიწყეს ადამიანებმა კარვების მოტანა, ლეიბების მოტანა, საბნების მოტანა, თვითონაც მოდიან უკვე... მაგრამ ჩვენ ოფიციალურად ამ ყველაფერს ორშაბათს გამოვაცხადებთ, თუ სად უნდა დარეგისტრირდნენ მსურველები, აქ მხოლოდ შიმშილობის მსურველზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი აგრეთვე ვინ უნდა დაიცვას მოშიმშილე, აიღოს ღამით მორიგეობა თავის თავზე...


ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ისინი დათმობებზე უკვე წავიდნენ, მაგრამ ამ დათმობების რეალიზებად დრო სჭირდება და ერთ დღეში ვერ განხორციელდება. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ამბობს, რომ ქუჩის აქციები ოპოზიციისათვის წინასაარჩევნო სტრატეგიაა, თუმცა მათ მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების უფლება აქვთ.

[გივი თარგამაძის ხმა] მათ აქვთ უფლება და საშუალება ამ ქუჩის აქციების და მიტინგების წარმოებისა განუსაზღვრელი ვადით და შეუძლიათ სრულად დაიკმაყოფილონ თავისი სურვილი ქუჩაში დგომისა, თუ ასეთი გააჩნიათ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG