Accessibility links

logo-print

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ დღეს


კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ დღეს აშკარად მიანიშნა, რომ სერბიის პროვინცია, კოსოვო, დამოუკიდებლობას ხვალ,

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ დღეს აშკარად მიანიშნა, რომ სერბიის პროვინცია, კოსოვო, დამოუკიდებლობას ხვალ,
17 თებერვალს გამოაცხადებს: "ხვალინდელი დღე მშვიდობისა და ურთიერთგაგების დღეა. ხვალ სახელმწიფოებრივ დონეზე იქნება აღიარებული კოსოვოს მოსახლეობის ნება. ბელგრადის ხელისუფალნი ზემოქმედებას ვერ მოახდენენ პროცესის მიმდინარეობაზე". პრემიერ-მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ კოსოვოში გარანტირებული იქნება სერბთა უმცირესობის უფლებების დაცვა. დღეს ბელგრადში გამართულ მიტინგში მონაწილეობდა ასობით სერბი ნაციონალისტი. ისინი აპროტესტებდნენ ფაქტს, რომ დასავლეთი მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას. სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა პარასკევს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროვინცია არ გამოეყოს მის ქვეყანას. ვითარება კულიმინაციას უახლოვდება. ნატოს სამშვიდობო ძალებმა კოსოვოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
XS
SM
MD
LG