Accessibility links

logo-print

დღეს სერბიის კოსოვოს ოლქის დედაქალაქში


დღეს სერბიის კოსოვოს ოლქის დედაქალაქში,

დღეს სერბიის კოსოვოს ოლქის დედაქალაქში,
პრიშტინაში პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დამსწრე დეპუტატებმა, სულ 109 კანონმდებელმა, სერბიის ამ ოლქის სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სხდომას სერბული და სხვა უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ წაიკითხა 12 პუნქტიანი დეკლარაცია, რომლის თანახმად პროვინცია რეგიონში “მშვიდობის და სტაბილურობის” ერთგული იქნება.
პროვინციის სერბულმა უმცირესობამ საპროტესტო აქტებს მიმართა, სერბია თვლის რომ მისი ოლქის გამოყოფა უკანონოა. მაგრამ აშშ და ევროპის ქვეყნები დამოუკიდებლობის ცალმხრივ გამოცხადებას ემხრობიან.
ევროპის კავშირმა გადაწყვეტილება მიიღო გაეროს ამჟამინდელი მისიის ნაცვლად მიავლინოს ოლქში თავისი 1800-კაციანი მისია, რომლის სახელწოდება იქნება “ევლექსი”, და რომელშიც გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ასევე ხორვატიის, ნორვეგიის, თურქეთის, შვეიცარიის და აშშ-ის მოქალაქეები შევლენ.
XS
SM
MD
LG