Accessibility links

logo-print

სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი


სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა ერთი ადამიანი და

სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა ერთი ადამიანი და
დაიჭრა კიდევ – ოთხი. დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა. ყანდაარის პროვინციაში ეს უკვე მესამე აფეთქებაა, ბოლო სამი დღის მანძილზე. კვირას, ქალაქ ყანდაარის გარეუბანში, თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; ხოლო ორშაბათს 38 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა ასევე თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას, ქალაქის ბაზარში. ნატოს შეიარაღებული ძალების სარდალი, ამერიკელი გენერალი ჯონ კრადოკი მეამბოხეთა აქტიურობასა და აფეთქებებს მომავალშიც მოელის.
XS
SM
MD
LG