Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი სერბულ უმცირესობას მოუწოდებს


კოსოვოს პრეზიდენტი სერბულ უმცირესობას მოუწოდებს,

კოსოვოს პრეზიდენტი სერბულ უმცირესობას მოუწოდებს,
შეწყვიტოს ძალადობრივი საპროტესტო აქციები და ჩაერთოს, პრეზიდენტ ფატმირ სეჯდიუს თქმით, "ახალ ცხოვრებაში", რომელიც კოსოვომ დაიწყო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. კოსოვოს დამოუკიდებლობით უკმაყოფილო სერბებმა სამშაბათს ცეცხლი წაუკიდეს სერბიის საზღვართან მდებარე ორ სასაზღვრო პუნქტს. ვითარების მოსაგვარებლად საქმეში ჩაერიენ ნატოს კონტროლს დაქვემდებარებული მრავალეროვანი ჯარები. მათ ორივე სასაზღვრო პუნქტი დახურეს. ამასობაში გავრცელდა ცნობა გერმანიის მიერ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
XS
SM
MD
LG