Accessibility links

logo-print

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 30


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 თალიბი მეამბოხე დაიღუპა სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში,

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 თალიბი მეამბოხე დაიღუპა სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში,
ოთხშაბათს, 20 თებერვალს. ოპერაციას, რომელშიც ავიაციაც იყო ჩართული, ერთობლივად წარმართავდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალური სამხედრო შენაერთები. 5-საათიანი სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა თალიბების მეთაური მულა აბდულ ბარი. დაკავებულია 11 მეამბოხე. იტყობინებიან, რომ მსხვერპლი არ არის სამხედროებს და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.
XS
SM
MD
LG