Accessibility links

პენტაგონი ადასტურებს, რომ გაშვებული რაკეტა


პენტაგონი ადასტურებს, რომ გაშვებული რაკეტა მოხვდა სამიზნეს - შეერთებული შტატების მწყობრიდან

პენტაგონი ადასტურებს, რომ გაშვებული რაკეტა მოხვდა სამიზნეს - შეერთებული შტატების მწყობრიდან
გამოსულ სადაზვერვო სატელიტს, რომელსაც ზომით ავტობუსს ადარებენ. რაკეტა სატელიტს დღეს დილით წყნარი ოკეანიდან ესროლეს, თუმცა რამდენად წარმატებით დასრულდა ოპერაცია, ამის გასარკვევად 48 საათია საჭირო. ამერიკელი სამხედროების მიზანი იყო გაენადგურებინათ სატელიტის საწვავის ავზი, რომელშიც ტოქსიკური ნივთიერება იყო. რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებას გამოხატავენ პენტაგონის ამ მოქმედებების გამო. მოსკოვი არ გამორიცხავს, რომ ამ ოპერაციის საფარქვეშ ახალი კოსმოსური იარაღის გამოცდა ხდებოდეს. პეკინი ახსნაგანმარტებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG