Accessibility links

მოსკოვის მახლობლად, დაბა ნოვოოგარიოვოს რეზიდენციაში


მოსკოვის მახლობლად, დაბა ნოვოოგარიოვოს რეზიდენციაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა

მოსკოვის მახლობლად, დაბა ნოვოოგარიოვოს რეზიდენციაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა. მათი შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. მხარეებმა გამოხატეს პოლიტიკური ნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პირველი რეისი, შესაძლოა, მარტის შუა რიცხვებში შესრულდეს. პრეზიდენტების საუბრის ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების თემა, კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების ფონზე. რას აპირებს რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით? ამ საკითხზე, პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ. "ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ის პრინციპული პირობა, რომელიც მოვისმინეთ, რომ რუსული მხარე არ აპირებს, აღიაროს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობა", - აღნიშნა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
XS
SM
MD
LG