Accessibility links

დღეს სერბიის დედაქალაქ ბელგრადში, მომიტინგეებმა


დღეს სერბიის დედაქალაქ ბელგრადში, მომიტინგეებმა იერიში მიიტანეს შეერთებული შტატების საელჩოს შენობაზე

დღეს სერბიის დედაქალაქ ბელგრადში, მომიტინგეებმა იერიში მიიტანეს შეერთებული შტატების საელჩოს შენობაზე
და ცეცხლი წაუკიდეს მას. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ სახანძრო სამსახურის დახმარებით მოხერხდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის შონ მაკკორმაკის თქმით, შენობაში არ იმყოფებოდნენ საელჩოს თანამშრომლები. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს სერბიის ხელისუფლებას, გააკონტროლოს სიტუაცია. სერბი მომიტინგეები თავს დაესხნენ, ასევე, ხორვატიის საელჩოსა და რესტორნების ქსელ "მაკდონალდსის" შენობებს. იუწყებიან, რომ, მასშტაბური მიტინგის მსვლელობისას, ბელგრადში დაშავდა 30 ადამიანი. მათ შორის არიან პოლიციელები. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ბელგრადში გამართულ მიტინგში 150 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ, რომელმაც თქვა, რომ კოსოვო სერბიას ეკუთვნის. აქციის მონაწილეები კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპროტესტებდენ. ეგრეთ წოდებულ "ხალხის მიტინგს" მხარს უჭერდა სერბიის მთავრობა. ქვეყნის რეგიონებიდან ხალხის ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იყო უფასო მატარებლები, მოსწავლეები სკოლებიდან დაითხოვეს. მანამდე, რამდენიმე ასეულმა სერბმა სცადა კოსოვოს საზღვრის გადალახვა. მათ წინ აღუდგა კოსოვოს პოლიცია. მოგვიანებით ტერიტორიაზე პოზიციები დაიკავეს სამხედროებმაც.
XS
SM
MD
LG