Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს, გვიან ღამით, საერთო-სახალხო მოძრაობის


ხუთშაბათს, გვიან ღამით, საერთო-სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი

ხუთშაბათს, გვიან ღამით, საერთო-სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი
გახდა, რომ 22 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქცია არ გადაიდება. გაერთიანებამ გაითვალისწინა, მაგრამ ერთგვარი უნდობლობა გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ დაპირებებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან თუ ოპოზიციის მემორანდუმში ჩამოყალიბებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ძალაში რჩება შიმშილობის აქციასთან დაკავშირებული გეგმებიც, თუმცა ამ მხრივ საბოლოო გადაწყვეტილება 22 თებერვალს, დილით იქნება მიღებული. გავრცელებულ ცნობას - საერთო-სახალხო მოძრაობაში უთანხმოების არსებობასთან დაკავშირებით - მისი წევრები არ ადასტურებენ.
XS
SM
MD
LG